დეპოზიტების დოლარიზაცია, სებ-ის მიმოხილვით, ივნისში 49.06%-მდე შემცირდა (L/m - 49.8%). საანგარიშო თვის ბოლოს, ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია მცირედით , 0.03%პ-ით არის დაკლებული, 64.81%-მდე (L/m - 64.84%), ხოლო იურიდიული პირების 0.04%-ით (L/m -37.85%)
ამასთან, სებ-ის სტატისტიკით, ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი, ივნისში, თითქმის 2%პ-ით 42.5%-მდეა შემცირებული.
პირველი ივლისის მდგომარეობით, საბანკო სექტორში 23.9 მლრდ ლარის ვადიანი დეპოზიტებია (ნაშთი). აქედან 14 მილიარდამდე ლარშია.
დეპოზიტების ლარიზაციის ბოლოდროინდელ პოზიტიურ ტრენდზე, ნათია თურნავამ, მპკ-ს შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, რაც სებ-ის ეფექტური ღონისძიებების შედეგია. ნებისმიერი გადაწყვეტილებისას თუ მონეტარული ინსტრუმენტის მოქმედებისას, რეგილატორს ლარსა და აშშ დოლარში განსხვავებული მიდგომები აქვს. სწორედ იმიტომ რომ ლარის როლი და დომინანტური პოზიცია გამყარდეს. რადგან ადგილობრივი ვალუტის დომინანტობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ზომის და ღია ეკონომიკის ქვეყნისთვის, საგარეო შოკების მოწყვლადობის შესამცირებლად.
ნათია თურნავამ, ლარის უპირატესი პოზიციონირების 6 თვის სტატისტიკა მოიხმო: ლარით დენომინირებული დეპოზიტების ზრდა 3-ჯერ და მეტად აღემატება სავალუტო დანაზოგებისას. ლარში 21.3%-ია, დოლარში კი 6%.
და ეს ხდება გლობალურად გაზრდილი განაკვეთების პირობებში, რაც ვალუტაში დაზოგვას უფრო მეტ მიმზიდველობას სძენს.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გასული წლის საეტაპო გარდატეხაზეც აღნიშნა, როცა დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი პირველად ჩამოსცდა 50%-ს.
იხილეთ 01.06 -ის გრაფიკა, 01.07.24-ის იმ კვირას გამოქვეყნდება