ბანკების სავალუტო იპოთეკის პორტფელში გაფუჭებული კრედიტები 2%-მდე რჩება. ამასთან ევროში პრობლემური სესხების წილი გაზრდილია.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ევროში უმოქმედო სესხების წილი 2.4%-ის ფარგლებშია, აშშ დოლარში - 1.8%, ადგილობრივ ვალუტაში კი 1.7%-ის ფარგლებში.
11.1 მლრდ ლარის პორტფელში, პრობლემური იპოთეკა 210 მლნ ლარს რ აღემატება. აქედან ლარში 120 მილიონამდეა, ევროში 41 მილიონამდე ლარის ეკვივალენტი, აშშ დოლარში კი 47 მლნ ლარის ფარგლებშია.
01.08.2024 -ის მდგომაროებით, 7 მლრდ ლარზე მეტი იპოთეკური სესხი ლარშია გაცემული; 2.4 მლრდ ლარის აკვივალენტი აშშ დოლარში და 1.6 მლრდ ლარის ევროში.
07/24 | 08/23 | 08/22 | |
GEL | 1,7% | 2,1% | 2,7% |
USD | 1,8% | 2,0% | 4,0% |
EUR | 2,4% | 1,8% | 3,2% |
Total | 1.8% | 2,0% | 3,2% |