logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ლაშა ხუციშვილი ADB-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი ADB-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

1746428125

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, რეიჩელ ტომპსონს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

 შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრო მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. 

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე. ფინანსთა მინისტრმა ბანკის აღმასრულებელ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ვითარებასა და ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებზე.

კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა აზიის განვითარების ფონდში საქართველოს დონორის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობას.

 რეიჩელ ტომპსონმა გამოთქვა მზაობა, ქვეყანასთან პარტნიორობა გაგრძელდეს სხვადასხვა მიმართულებით.

გამოგვყევით