ემბისი საქართველოში პირველი ლიცენზირებული მიკრობანკი გახდა და ადგილობრივ ბაზარზე ახალი სტატუსით უკვე ერთ წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს.
მიკრობანკის სტატუსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა დეპოზიტების მიღების უფლებაა, რასაც, ბაზარზე არსებული ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებლიდან გამომდინარე, ემბისიში უკვე მოჰყვა მომხმარებლის მხრიდან მაღალი აქტივობა და პოზიტიური გამოხმაურება.
„მიკრობანკის სტატუსმა საშუალება მოგვცა, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან მივიღოთ ანაბრები. დღეს ბაზარს საუკეთესო პროდუქტს ვთავაზობთ, როგორც საპროცენტო სარგებლის, ასევე ვადების მოქნილობისა და თანხის დამატების შესაძლებლობის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ემბისიში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულიად იდენტური პირობები აქვთ, რაც უპრეცედენტო შეთავაზებაა. ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე ეფექტური საპროცენტო სარგებელი 13.5%-მდეა, აშშ დოლარში კი 6.8%-მდე.
დარწმუნებული ვართ, მომხმარებელი შეადარებს, კარგად გადაიაზრებს ანაბრების მიმართულებით ბაზარზე არსებულ შეთავაზებებს და გადაწყვეტილებას ემბისის სასარგებლოდ მიიღებს. ემბისიში მათ დანაზოგს 100%-იანი უსაფრთხოება ექნება და მოუტანს ყველაზე მაღალ სარგებელს გახსნის დღიდანვე. დეტალური პირობების ნახვა შესაძლებელია ჩვენს ვებ-გვერდზე - www.mbcbank.ge” - აცხადებს ემბისის საოპერაციო დირექტორი, ეთო ჩაჩიბაია „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას.
ეთო ჩაჩიბაიას განმარტებით, ახალ სტატუსთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ემბისის მიმართ მსხვილი ინვესტორების ნდობაც. კომპანია ფასიანი ქაღალდების ბაზარზეც აქტიურადაა წარმოდგენილი და პირველი და ერთადერთი მიკრობანკია, რომლის ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდია. ამასთანავე, ემბისი იმ მცირერიცხოვან ქართულ საფინანსო ორგანიზაციებს მიეკუთვნება, რომლებიც საერთაშორისო კაპიტალზე წვდომით მრავალი წელია სარგებლობენ.
„ემბისი ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, უკვე წელზე მეტია კი ლიცენზირებული მიკრობანკი ვართ. კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, რომლებიც უნივერსალურები არიან, მიკრობანკი ახალი, სპეციალიზებული კატეგორიაა, თუმცა მსხვილი ბანკების მსგავს მკაცრ რეგულაციებს ვაკმაყოფილებთ.
ემბისის მთავარ სტრატეგიულ მიმართულებად კვლავ მიკრო, მცირე, საშუალო მეწარმეებისა და აგროფერმერების მხარდაჭერა რჩება. მიკრობანკის ლიცენზიამ კომპანიას მასშტაბების გაფართოების შესაძლებლობა მისცა, რამაც ორგანიზაციის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი - შედეგად, კომპანიის საკრედიტო პორტფელი 2025 წელს 25%-ზე მეტით გაიზარდა და 150 მლნ ლარს გადააჭარბა.
ვხედავთ, რომ მცირე მეწარმეებსა და აგროფერმერებს დღეს ბევრად გაზრდილი მოთხოვნები აქვთ. ლიცენზიის მიღებამ საშუალება მოგვცა, მათი საჭიროებები მაქსიმალურად დაგვეკმაყოფილებინა - ემბისის საკრედიტო ლიმიტი 300,000 ლარამდე უკვე გაიზარდა, მალე კი მილიონ ლარს მიაღწევს, რაც ჩვენს მომხმარებლებს საქმიანობის გაფართოებისთვის მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს,"- აცხადებს ეთო ჩაჩიბაია, მიკრობანკი ემბისის საოპერაციო დირექტორი: