მუზეუმების საერთაშორისო დღისა და დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმმა გამოფენას უპასპინძლა.
"დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, საქართველოს სახელმწიფო ბანკისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საფინანსო და ეკონომიკური ცხოვრების შესახებ ფულის მუზეუმში დაცულ საარქივო მასალას გასცნობოდნენ.
გამოფენა 18 მაისს გაიხსნა და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდა,"-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.