logo
Loading data...

ნათია თურნავა: ინფლაცია საკმარისად დაბალია, ეკონომიკური აქტივობა პროპანდემიურ ტენდენციას უბრუნდება

ნათია თურნავა: ინფლაცია საკმარისად დაბალია, ეკონომიკური აქტივობა პროპანდემიურ ტენდენციას უბრუნდება

1703842639

„ინფლაცია არის საკმარისად დაბალი, ეკონომიკური აქტივობა არის ნორმალური და უბრუნდება პროპანდემიურ ტენდენციას,“- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლმა, ნათია თურნავამ  „ბიზნესპარტნიორთან"  საფინანსო სექტორის 2023 წლის შეფასებისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით,  ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ეროვნული ბანკის მანდატიდან გამომდინარე, სებ-ისთვის  მთავარი ამოცანა არის ფასების დონის სტაბილურობის შენარჩუნება.

„ეს მიღწეულ იქნა როგორც ჩვენი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე, ასევე მთავრობის ანტიინფლაციური პოლიტიკის შედეგად,“-აღნიშნავს თურნავა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2024 წლის პროგნოზებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მომავალ წელს მარეგულირებლის საბაზისო პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია კვლავაც შედარებით დაბალ დონეზე შენარჩუნდება და წლის ბოლოს მიზნობრივ 3%-იანი ნიშნულის ირგვლივ დასტაბილურდება.

„ეკონომიკური ზრდა იქნება რეგიონში ერთ-ერთი მაღალი - სულ მცირე 5%, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ფინანსური სისტემის სტაბილურობას უწყობს ხელს,“-აცხადებს თურნავა.

მისივე განცხადებით, გაზრდილია ინტერესი ციფრული ბანკების მიმართ, ეს არის ალტერნატიული, მაღალტექნილოგიური ფინანსური სერვისების მიწოდების წყარო. "მომავალში ველოდებით, რომ საკრედიტო აქტივობა ზომიერად გაფართოვდება,"-აცხადებს თურნავა. 

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით