logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნათია თურნავა შვეიცარიის ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალურ მდივან რობერტ ბრეგის შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალურ მდივან რობერტ ბრეგისთან შეხვედრა გამართა.

ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანი რობერტ ბრეგი დელეგაციის წევრებთან ერთად თბილისს ფინტექის განვითარების სტრატეგიისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში ესტუმრა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალურ მდივანს და დელეგაციის წევრებს საქართველოში არსებული ფინტექ ეკოსისტემა, არსებული მიღწევები და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო.

თავის მხრივ, ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა ფინანსურ სერვისებსა და ფინანსურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებზე, რაც მათ ქალაქში ხორციელდება. 

მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების ხელმძღვანელი პიეტრო პორეტი და ვიცე-პრეზიდენტი მარკო დალ ლაგო გლობალური გაფართოების მიმართულებით. 

ლუგანო შვეიცარიის იტალიურენოვან რეგიონში მდებარე ქალაქია, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში განსაკუთრებით საინტერესო გახდა ფინტექისა და ზოგადად, ტექნოლოგიების თვალსაზრისით. მის მიმართ ინტერესი მომდინარეობს ლუგანოს საკუთარი მუნიციპალური ვალუტის (სთეიბლ ქოინი) გამოშვების და ფინანსურ ტექნოლოგიებთან მეგობრული გარემოს შექმნით. ასევე, ტოკენიზებული მუნიციპალური ფასიანი ქაღალდების გამოშვებით. ინიციატივების მიზანია მუნიციპალიტეტის ბლოქჩეინ და ფინტექ ჰაბად განვითარება.

გამოგვყევით