logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

პაატა კვიჟინაძე: ყველა პარამეტრი და რიცხვი მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკის მუშაობა წარმატებულია

პაატა კვიჟინაძე: ყველა პარამეტრი და რიცხვი მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკის მუშაობა წარმატებულია

1747649905

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ეროვნული ბანკის მუშაობას დადებითად აფასებს. როგორც კომიტეტის სხდომაზე სებ-ის 2024 წლის ანგარიშის მოსმენის შემდეგ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, ყველა პარამეტრი და რიცხვი მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული ბანკის მუშაობა წარმატებულია.

„რატომ ვუჭერთ მხარს ეროვნული ბანკის 2024 წლის ანგარიშს? ინფლაცია რამდენიმე წელია უკვე ნორმის ფარგლებშია და უფრო დაბლაც, სავალუტო  რეზერვები მატულობს ყოველთვიურად მათ შორის აპრილშიც, რეფინანსირების სესხები მცირედით, მაგრამ მაინც მცირდება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ნორმალური დამოკიდებულებაა, ე.წ. ცუდი სესხები მცირდება.  ამასთანავე,  რაც ალბათ,  ჩვენს კომიტეტს ძალიან აინტერესებს 17 %-ით   გაიზარდა ეკონომიკის დაფინანსება და ეკონომიკის დაფინანსება  ხდება  ბანკებიდან. ითქვა, ისიც, რომ   16 % -ით გაიზარდა ფიზიკური და  13 %- ით - იურიდიული პირების დეპოზიტები. ასევე აღინიშნა, რომ ევროკავშირთან მყისიერი გადახდების სისტემასთან მიერთების საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.  მარტო ეს ჩამონათვალი,  საკმარისია იმისთვის რომ ეროვნული ბანკის მუშაობა წარმატებულად შევაფასოთ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე,  სადაც ეროვნული  ბანკის 2024 წლის ანგარიში დეპუტატებს სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გააცნო.

გამოგვყევით