როგორი იქნება ლარის კურსი - ეს საკითხი წინასაარჩევნო პერიოდში ყოველთვის აქტუალურია, კითხვას თიბისი კაპიტალის თავის ყოველკვირეულ მიმოხილვაში პასუხობს, სადაც ნათქვამია, რომ თუ არსებობს მოლოდინები არჩევნების შემდეგ ლარის კურსის გაუფასურების თაობაზე, ეს გაცვლით კურსზე მნიშვნელოვნად უფრო ადრე უნდა აისახოს.
"აღნიშნულის საილუსტრაციოდ ისევ და ისევ, ბოლო წლებში ლარის სეზონურობა გამოდგება. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო შემოდინებები კვლავ სეზონურია, გაცვლითი კურსის სეზონურობა უკვე ნაკლებად შეინიშნება", - ნათქვამია კვლევაში.
საინვესტიციო ბანკი იქვე განმარტავს, რომ პროგნოზთან დაკავშირებით ნეიტრალურ საბაზო სცენარს ინარჩუნებს. თიბისი კაპიტალი მიათითებს, რომ ქვეყანაში მაკროეკონომიკური გარემო ძლიერია, სავალუტო შემოდინებები მშპ-თან რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა. გაზრდილია ტურიზმი, გაუმჯობესებულია სავაჭრო ბალანსი და ფულადი გზავნილები, რაც ამ დროისთვის ლარის გაცვლით კურსზეც აისახება