საბანკო ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ მაღალი დოლარიზაცია ქვეყნის ეკონომიკისთვის გამოწვევად რჩება. როგორც ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს ამ კუთხით ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს.
„სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია გამოწვევად რჩება. ჩვენ რამდენიმე შეხვედრას დავესწარით, სადაც აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკის სამოქმედო პროგრამადაც რჩება დედოლარიზაციის პროცესი. რა თქმა უნდა, ერიდებიან მიზნობრივი მაჩვენებლის დაფიქსირებას. თუმცა ბაზარი მაისის მოვლენების ფონზე, მცირედით ზრდისკენ იყო მიმართული და დოლარიზაციაც მცირედით გაიზარდა. ვფიქრობთ, რომ ნაბიჯები წლის ბოლომდე დოლარიზაციის შემცირების კუთხით კვლავ გადაიდგმება.“-აღნიშნა დავით რუსიამ.
ეროვნული ბანკის მიმოხილვის თანახმად, მაისის ბოლოს, ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია 0.2 %პ-ით 65%-მდე გაიზარდა, ხოლო იურიდიული პირების 0.3 %-ით, 38%-მდე შემცირდა. პირველი ივნისის მდგომარეობით, საბანკო სექტორში 23 მლრდ ლარის ვადიანი დეპოზიტებია. აქედან 13 მილიარდამდე ლარშია. უცხოურ ვალუტაში გახსნილ ანაბრებზე კი 10 მლრდ ლარის ეკვივალენტია განთავსებული.