logo
Loading data...

სადაზღვევო ბაზარზე განსახორციელებელ კონცენტრაციასთან დაკავშირებით თანხმობა გაიცა

სადაზღვევო ბაზარზე განსახორციელებელ კონცენტრაციასთან დაკავშირებით თანხმობა გაიცა

1707813937

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სადაზღვევო ბაზარზე განსახორციელებელ კონცენტრაციასთან დაკავშირებით თანხმობა გასცა. 2023 წელს (11 თვის მონაცემი), სს „არდი დაზღვევის“ მიერ მოხდა 83 744 974 ლარის პრემიის მოზიდვა.

"პრემიის 81.3%-ს შეადგენს სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის რეალიზაციის შედეგად მოზიდული პრემია, 9.2%-ს სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა), ხოლო 9.5% ნაწილდება 11 სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტზე.

2023 წლის 11 თვის მონაცემებით, სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე 16 კომპანია მოქმედებდა, საერთო ჯამში მოზიდულმა პრემიამ შეადგინა - 402 545 318 ლარი.

„არდის“ საბაზრო წილი სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე შეადგენს - 16.9%; „იმედი ელ-ის“ და „ალდაგის“ ერთობლივი წილი („საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“) - 18.7%; ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსმა შეადგინა 1453 ერთეული. კონცენტრაციის განხორციელების შედეგად, საბაზრო წილი 35.6%-მდე, ხოლო კონცენტრაციის ინდექსი 2090 ერთეულამდე იზრდება.

რაც შეეხება ავტოდაზღვევას, იგივე პერიოდში ბაზარზე მოქმედებდა 17 კომპანია, საერთო ჯამში მოზიდულმა პრემიამ შეადგინა - 176 329 001 ლარი. „არდის“ საბაზრო წილი ავტოდაზღვევის ბაზარზე 4.4%-ს შეადგენდა; „ალდაგის“ კი - 23.7%-ს. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ ერთობლივი საბაზრო - 28.1%-მდე გაიზრდება, HHI ინდექსი კი 1546-დან 1753 ერთეულამდე.

სააგენტოს განმარტავს, რომ კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, ავტოდაზღვევის ბაზარზე ადგილი არ აქვს დომინანტური მდგომარეობის შექმნას ან მის გაძლიერებას. რაც შეეხება სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის ბაზარს, ამ შემთხვევაშიც არ აქვს ადგილი დომინანტური მდგომარეობის შექმნას ან მის გაძლიერებას, თუმცა საბაზრო წილი მაღალია და შესაბამისად, მსგავს შემთხვევებში სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებით გაეანალიზებინა ბაზრის სტრუქტურა/სპეციფიკა, რათა გამორიცხულიყო კონკურენციის შესაძლო (არსებითი) შეზღუდვა შესაბამის ბაზარზე.

საბოლოო შეფასებით, აღნიშნული კონცენტრაცია სამედიცინო (ჯანმრთელობის) და ავტო დაზღვევის ბაზარზე გავლენასთან დაკავშირებით არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან,"-აღნიშნულია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით