საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ჯამში, 60 მლნ ლარის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა. კერძოდ. 2025 წლის 3 ივნისს 2.6-წლიანი 40 მლნ ლარის (14.6 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ობლიგაციები გაიიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart-ი ავრცელებს.
ამასთან, მოთხოვნა 1.5-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.117პპ-ით გაიზარდა და 8.993% შეადგინა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის 3 ივნისს 6-თვიანი 20 მლნ ლარის (7.3 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 3.4-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.033პპ-ით შემცირდა და 7.370% შეადგინა.
უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2025 წლის 10 ივნისს, სადაც 1-წლიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 11.3-წლიანი 30 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გაიყიდება.