logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ირიგაციის ახალი ტარიფის სახელმწიფო სუბსიდირების სქემას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლები გაეცნენ

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი საგარეჯოს  მუნიციპალიტეტში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

გიგლა თამაზაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფის  და აღნიშნული ტარიფის  სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების მექანიზმის შესახებ.

ყურადღება დაეთმო სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მხარეებმა იმსჯელეს წყლის მიწოდების ეფექტიან მართვაზე, სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

აღინიშნა, რომ 2026 წლის თებერვლიდან 2027 წლის იანვრის ჩათვლით, „საქართველოს მელიორაცია“ წყლის მიწოდებას შეთანხმებული და დამტკიცებული რეჟიმით განახორციელებს, რაც ხელს შეუწყობს სარწყავი წყლის თანაბარ და სტაბილურ განაწილებას. სარწყავი სეზონის დაწყებამდე აუცილებელია წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება.  თუკი ფერმერებს სურთ, რომ სასურველ დროს სარწყავი წყალი შეუფერხებლად მიიღონ, დროულად უნდა მიმართონ  „საქართველოს მელიორაციის“ სერვისცენტრებს და გააფორმონ წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება.  აღსანიშნავია, რომ შეთანხმების გაფორმებით მათ ფინანსური ვალდებულება არ ეკისრებათ - მომსახურების საფასურს სარწყავი წყლის მიღების შემდეგ გადაიხდიან.

გამოგვყევით