logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"საქართველოში დოლარის ავტორიზებული ფონდი 2-3 კვირაში გაიხსნება" - რატი მორჩილაძე

საქართველოში დოლარის ავტორიზებული ფონდი უახლოეს 2-3 კვირიან პერიოდში გაიხსნება. ეროვნული ბანკისგან  შესაბამისი ლიცენზია „ფორსაითმა“ უკვე მიიღო.

როგორც კომპანიის საუბრისას განმარტა,  ფონდში მინიმალური შენატანი ათასი დოლარი იქნება.

ეს იქნება ლარის ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ანალოგი, საუბარია ფაქტობრივად მიმდინარე ანგარიშზე თანხის შეტანაზე. ეს იქნება მეორე ავტორიზებული ფონდი საქართველოში და მეტი არც არის ამ დროისთვის. ანგარიშზე განთავსებული თანხის  წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 3-3.5%-ის ფარგლებში იქნება. ამასთანავე ეს არის  მუდმივად ლიკვიდური. რაც იმას ნიშნავს, რომ როცა გინდა შეიტან თანხას და როცა გინდა გამოიტან.“-აღნიშნა რატი მორჩილაძემ. 

ცნობისთვის, საქართველოში ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს უფლება აქვს განახორციელოს საჯარო შეთავაზება და ჰყავდეს 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი. ქვეყანაში ამ დროისთვის,  ჯერჯერობით მხოლოდ ერთი - ლარის ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი ოპერირებს. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით,  გასული წლის განმავლობაში საინვესტიციო ფონდების  აქტივები 2- ჯერ გაიზარდა და 460 მილიონ ლარს მიაღწია. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მარეგულირებლის  მიერ 11 აქტივების მმართველი კომპანია და 21 საინვესტიციო ფონდი იყო რეგისტრირებული.

გამოგვყევით