საქართველოს ეროვნული ბანკი იწყებს ღია ბანკინგის სერვისების გამოყენების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის ყოველთვიურ გამოქვეყნებას. სებ-ის მიზანია ხელი შეუწყოს ღია ბანკინგის ეკოსისტემის გამჭვირვალე განვითარებას, გააძლიეროს საზოგადოებრივი და სექტორული ცნობიერება, და წაახალისოს ჩართულობა.
აღნიშნული სტატისტიკა წარმოაჩენს, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ღია ბანკინგის სერვისებს პრაქტიკაში. მონაცემებზე დაფუძნებული მექანიზმების გაძლიერება მნიშვნელოვანია როგორც რეგულირებისთვის, ისე ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებისთვის.
სტატისტიკური ინფორმაცია განახლდება ყოველთვიურად და მოიცავს ინფორმაციას ძირითად სერვისებზე:
- გადახდის ინიციირება;
- ონბორდინგი;
- გადახდის ანგარიშების ინფორმაციის გაზიარება.
ღია ბანკინგის სერვისების გამოყენების დეტალური სტატისტიკის სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: OB@nbg.gov.ge