logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-ი მარტში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები $101.7 მლნ-ით შეივსო

სებ-ი მარტში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები $101.7 მლნ-ით შეივსო

1745580774

სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შევსებას განაგრძობსმარტში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 101.მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 4.31 მლრდ. დოლარს შეადგენს. 

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა მოცემულ მომენტში, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

ამასთან, 202წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

· იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა

·  მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $101.7 მილიონი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 27 მაისს გამოაქვეყნებს.

გამოგვყევით