logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ყაზახეთი ერთ-ერთი სტრატეგიული ქვეყანაა,მათ საქართველოში მოგზაურობა უყვართ" - მაია ომიაძე

"ყაზახეთი ერთ-ერთი სტრატეგიული ქვეყანაა,მათ საქართველოში მოგზაურობა უყვართ" - მაია ომიაძე

1745566200

"ყაზახეთი ერთ-ერთი სტრატეგიული ქვეყანაა, ყაზახებს საქართველოში მოგზაურობა უყვართ,"- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საუბრობს, რომელიც ყაზახეთში, ალმათის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა KITF 2025-ზე  იმყოფება. 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთში, ალმათის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში KITF 2025 მონაწილეობს.  ცენტრალური აზიის ქვეყნებში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოდან 10-მდე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციაა წარმოდგენილი.  

KITF 2025-ის ფარგლებში, მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს ყაზახური ავიაკომპანიების, მარკეტინგული კომპანიების, მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან და  ბლოგერებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ეროვნული სტენდით, კერძო სექტორთან ერთად წარმოდგენილია ყაზახეთის ტურისტულ გამოფენაზე. 3 დღის განმავლობაში, კერძო სექტორთან ერთად შეხვედრებს ვმართავთ ჩვენს პარტნიორებთან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები ჩამოგვყავს ყაზახეთიდან საქართველოში. ახლაც ჩვენ ვიმყოფებით ყაზახეთში, რომ ჩვენი ქვეყანა გავაცნოთ მათ და ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ ყაზახეთიდან საქართველოში"-განაცხადა მაია ომიაძემ.

როგორც ტურიზზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, KITF 2025-ის გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, ტურისტული კომპანიები და სასტუმროები მონაწილეობენ. გამოფენაზე წარმოდგენილია ყაზახეთში საქართველოს საელჩო.

გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან,  სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ტკბილეული.

KITF 2025-ზე 63 ქვეყნიდან 400-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია და კომპანიაა წარმოდგენელი.

გამოგვყევით