logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-ი საჯარო კონსულტაციებისთვის კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებების ცვლილების პროექტებს აქვეყნებს

სებ-ი საჯარო კონსულტაციებისთვის კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებების ცვლილების პროექტებს აქვეყნებს

1727095868

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საჯარო კონსულტაციისათვის „კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებასა და „მიკრობანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №117/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებების პროექტები გამოაქვეყნა.

ბრძანების პროექტით ფართოვდება კომერციული ბანკისთვის/მიკრობანკებისთვის აკრძალული რისკის პოზიციების ჩამონათვალი და დგინდება, რომ კომერციულ ბანკს/მიკრობანკს ეკრძალება რისკის პოზიციების შექმნა, როდესაც აღნიშნული მიზნად ისახავს პირდაპირ ან არაპირდაპირ გარკვეული ტრანზაქციების დაფინანსებას, კერძოდ, იმავე კომერციული ბანკის/მიკრობანკის წილობრივი ან სავალო ინსტრუმენტის შეძენას, იმავე კომერციული ბანკის/მიკრობანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერის, ისე შუალედური მფლობელისა და ბენეფიციარი მესაკუთრის, ან მაკონტროლებელი პირის ან იმავე ბანკის სათავო საწარმოს/საწარმოების წილობრივი ან სავალო ინსტრუმენტის შეძენას და იმავე ბანკის შვილობილი კომპანიის ან იმავე ბანკის სათავო საწარმოს/საწარმოების შვილობილი კომპანიის წილობრივი ან სავალო ინსტრუმენტის შეძენას.

ბრძანების პროექტი საჯარო კონსულტაციის მიზნით ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა განთავსებული. შემოთავაზებების, შეკითხვების და მოსაზრებების გაგზავნა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაბამისი დანართის მიხედვით ელ-ფოსტაზე - policy@nbg.gov.ge, 2024 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლია.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს და უპასუხებს მხოლოდ ზემოაღნიშნული დანართის ფორმით მოწოდებულ არგუმენტირებულ კომენტარებსა და მოსაზრებებს.

გამოგვყევით