logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ქართული ლუდი "ანეტა" - წარმოების 100% იაპონიის ბაზარზე იყიდება

ნატურალური ლუდი  ,,ანეტას“ წარმოების 100% იაპონიის ბაზარზე იყიდება. როგორც ლუდის დამფუძნებელმა მეწარმემ იაგო ბიტარიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, "ანეტას" წლიური წარმადობა დაახლოებით, 800 ბოთლია.

მისივე თქმით, სამომავლოდ შესაძლებელია აღნიშნული მიმართულების განვითარება და ადგილობრივ ბაზარზე გამოჩენა. 

"ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია არ არის წარმოდგენილი. საკმაოდ რთულია როგორც ლუდის, ისე ღვინის წარმოება. ჩვენ აშშ-შიც ვგზავნიდით ლუდს, თუმცა იქ საკმაოდ რთულად არის ბიუროკრატიული საკითხები, თან არ გვყოფნიდა რაოდენობა და შესაბამისად, ამ ეტაპზე აღნიშნული მიმართულება შევაჩერეთ“, - აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა.

ცნობისთვის, იაგო ბიტარიშვილის ლუდსახარში მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩარდახში მდებარეობს. "ანეტას" ბრენდით ქართული ლუდი ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. პროექტის საწყისი საინვესტიციო ღირებულება $ 40 000 შეადგინა.

გამოგვყევით