logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქართველო არის იმ განვითარებულ ქვეყნებს შორის, სადაც გენდერული თანასწორობაა"

სხვადასხვა მაჩვენებელი, რომელიც გაეროს ორგანიზაციის ფარგლებში კეთდება, გვაჩვენებს, რომ საქართველო არის იმ საკმაოდ კარგად განვითარებულ ქვეყნებს შორის, სადაც გენდერული თანასწორობა არსებობს, - ამის შესახებ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ლიდერი ქალების რაოდენობით, საქართველო 146 ქვეყნიდან მე-19-ე ადგილზეა.

"საქართველოში ძალიან ძლიერი ქალები გვყავს. საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს განცდილი სხვადასხვა მიმართულებით. მსოფლიო ბანკის კვლევა გულისხმობს უძრავ ქონებაზე ქალების და კაცების ხელმისაწვდომობას და საქართველო რა თქმა უნდა, არის იმ ქვეყნებში, სადაც თანაბარი ხელმისაწვდომობაა უძრავ ქონებაზე. ეს ყველაფერი დიდწილად განაპირობა იმ ფაქტმა, რომ იუსტიციის სამინისტრომ, როდესაც ეს პრობლემა აშკარა გახდა, რომ უთანასწორო იყო, განახორციელა პროექტი სისტემური რეგისტრაცია, სადაც მასიურად დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთები და ქონება. შესაბამისად, ძალიან გაიზარდა ქალების მონაწილეობა და ქალების მხრიდან მიწის ფლობის მაჩვენებელი. ამ კუთხით გვაქვს სერიოზული პროგრესი და არა მხოლოდ. საკმაოდ კარგი პოზიციონირება გვაქვს ბიზნესში მონაწილეობის კუთხით, სადაც 146-დან 69 არის ჩვენი რეიტინგი. თუმცა გვაქვს საკმაოდ ჩავარდნა ქალების პოლიტიკაში  მონაწილეობაზე", - აცხადებს ნინო წილოსანი.

გამოგვყევით