logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

აგვისტოში ექსპორტის ფასების ინდექსი 0.01%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის 1.1%-ით შემცირდა - "საქსტატი"

აგვისტოში ექსპორტის ფასების ინდექსი 0.01%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის 1.1%-ით შემცირდა - "საქსტატი"

1726816200

"საქსტატის" მონაცემების თანახმად, აგვისტოში ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.01 პროცენტით გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში ფასების 0.04 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა 11.9 პროცენტით. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 23.3 პროცენტით, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 10.9 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე 10.7 პროცენტით.

ამავე პერიოდში ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე ფასები შემცირდა 20.6 პროცენტით.

ხოლო იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 1.1 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 0.5 პროცენტიანი კლება.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფასები 20.4 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 3.2 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე - ფასების 48.1 პროცენტიანი შემცირება. რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 11.0 პროცენტიანი კლება.

გამოგვყევით