logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოსა და სტუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოსა და სტუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

1726849141

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სააგენტოს დირექტორმა ერეკლე კეჟერაშვილმა და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მიზანია ხელი შეეწყოს სატრანსპორტო სარკინიგზო სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისა და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას და ერთობლივი ღონისძიებების - ტრენინგების, კურსების და საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვას.

ერეკლე კეჟერაშვილმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ურთიერთანამშრომლობით დაინტერესებისთვის და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება ორმხრივად სარგებლიანია; ერთის მხრივ სტუდენტებს ეძლევათ ახალი პროფესიების ათვისების და დასაქმების შესაძლებლობა, მეორეს მხრივ კი სააგენტო და ზოგადად სარკინიგზო დარგი ახალი, კვალიფიციური ადამიანური რესურსით შეივსება.

 “სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება გააუმჯობესებს კოორდინაციას სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში არსებულ პროფესიულ და აკადემიურ წრეებს შორის. ასევე, ხელს შეუწყობს ახალი კვალიფიციური რესურსის მობილიზებას, რაც საერთო ჯამში, დადებითად აისახება ამ დარგის განვითარებაზე”, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ერეკლე კეჟერაშვილმა.

 ღონისძიებას სააგენტოს ადმინისტრაციის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის რკინიგზის ტრანსპორტის პროგრამის სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები  დაესწრნენ.

გამოგვყევით