logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

GEPHERRINI 2025 წელს თბილისში ახალ საწარმოს გახსნის

GEPHERRINI 2025 წელს თბილისში ახალ სასტუმროს გახსნის. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი მათ პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნაა. 

როგორც ილია გეფერიძე განმარტავს, კომპანიამ თანამშრომლების დამატება უკვე დაიწყო. 

"წარმადობის გაორმაგება გვჭირდება. ჩვენ დაახლოებით, 6 თვეში დავიწყებთ ქამრების და შარფების წარმოებასაც, თუმცა ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად ჩანთები რჩება. გაფართოების შემდეგ, ვგეგმავთ საფულეების და სხვადასხვა აქსესუარის დამატებას და რა თქმა უნდა, ასორტიმენტის გაზრდას", - აღნიშნავს ილია გეფერიძე.

ცნობისთვის, GEPHERRINI ქართული ბრენდია, რომელიც ჩანთებს, საფულეებს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს აწარმოებს. კომპანია ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის. მიმდინარე წელს ბრენდი კანადის და იტალიის ბაზარზეც გაიყიდება.

გამოგვყევით