logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-მა "საქართველოს რეგისტრატორი" ₾26 000-ით დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“ („საქართველოს რეგისტრატორი”) 26 000 ლარით დააჯარიმა.

  • ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პროცესში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2  შემთხვევა, რაც  ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2 000  ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ - 4 000  ლარი.
  • ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ერთ კლიენტთან მიმართებით, მინიჭებული მაღალი რისკის ფარგლებში არ განხორციელებულა ხელმძღვანელობისგან, პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვის მოპოვება, რაც  ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2 000  ლარის ოდენობით.
  • ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ 3 კლიენტთან მიმართებით, მინიჭებული რისკის შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორები, რაც  ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ - 6 000 ლარი.
  • ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ 2 კლიენტთან მიმართებით არ არის დადგენილი საქმიანი ურთიერთობის არსი, რაც  ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ - 4 000 ლარი.
  • ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით, რაც  ითვალისწინებს დაჯარიმებას - 10 000  ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი” ( „საქართველოს რეგისტრატორი”) წარმოადგენს ლიცენზირებულ დამოუკიდებელ რეგისტრატორს, რომელიც ახორციელებს სააქციო საზოგადოებების (ფასიანი ქაღალდების ემიტენტების) ფასიანი ქაღალდების რეესტრების  მომსახურებას.

„საქართველოს რეგისტრატორი” ჩამოყალიბდა 2007 წლის 1 თებერვალს სამი წამყვანი რეგისტრატორის შპს  „კომპანია-ცენტრის” (ქ. თბილისი 1996 წ.), შპს “ICT დელამენის” (ქ. თბილისი_ 1999 წ.) და შპს “რეესტრ-ცენტრის” (ქ. ბათუმი 1999 წ.) გაერთიანების შედეგად. ის ემსახურება 500–ზე მეტ  სააქციო საზოგადოებას და ლიდერია საქართველოს ფასიანი ქაღალდების არსებულ რეგისტრატორთა შორის.

“საქართველოს რეგისტრატორს” წლების განმავლობაში უკავია საქართველოში ფასიანი ქაღალდების რეესტრებთან დაკავშირებული მომსახურების ბაზრის წილი 50–60%.

გამოგვყევით