logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ქალაქურის" პროდუქცია ამერიკის ბაზარზე გავიდა

თხილეულის და "სნექების" მწარმოებელმა კომპანია "ქალაქურმა" ამერიკის ბაზარზე პირველი ექსპორტი განახორციელა. 

როგორც კომპანიის დამფუძნებელი მურად ღოღაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, ამ ეტაპზე ექსპორტზე წარმოების 10%-მდე გადის, თუმცა სამომავლოდ აღნიშნული მიმართულების განვითარება განიიხლება.  მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან. 

"ამერიკის მხრიდან ინტერესი საკმაოდ მაღალია. ჩვენ ერთ-ერთ გამოფენაზე ვიყავით და სწორედ იქ მოხდა მათი მხრიდან დაინტერესება. აშშ-ში, დაახლოებით, 10 დღის წინ 15-მდე დასახელების პროდუქტი გავგზავნეთ. 

როგორც აღვნიშნე ამ ეტაპზე ექსპორტზე ჩვენი წარმოების მცირე წილი გადის, თუმცა ვგეგმავთ საექსპორტო ბაზრების დამატებას. გარკვეული პროცედურებია გასავლელი და ამიტომ რთულია თქმა, როდის, რომელ ბაზარს ავითვისებთ", - აცხადებს მურად ღოღაძე.

ცნობისთვის, "ქალაქური" სამომხმარებლო ბაზარზე 2007 წლიდან ფუნქციონირებს  და სადისტრიბუციო  ქსელის  საშუალებით  ადგილობრივ და იმპორტით შემოტანილ ნატურალურ  პროდუქციას აწარმოებს/ყიდის.  მათ შორისაა: ქართული თხილი (უნიკალური ჯიში „თითა”), ნუში, ფისტაშკა, მიწის თხილი, გოგრის გული, სხვადასხვა სახეობის ჩირები, როგორც ადგილობრივი, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილი, თხილისა და ჩირების ასორტი, თხილი ქიშმიშით, თხილი ჩირებით, მიწის თხილი სეზამით,  თაფლით და მარილით. ასევე, პატარებისთვის - ბურბუშელა სიურპრიზით და განახლებული პოპკორნი, რომელიც მრავალფეროვანი შეფუთვებით იქცევს ყურადღებას.

ყველა პროდუქცია მომხმარებელს მიეწოდება როგორც წონით, ასევე დაფასოებული -  200, 100, 140, 80 და 50 გრ-იან პაკეტებში.

გამოგვყევით