გადაღლილი სახე ჩაშავებული თვალებით, არფა, ძირხვენა, უფოთლო ხე, ნიჩაბი, მეწამული შხეფი და ინგლისის არხის შორეული კუნძული სახელად სარკი - ეს ის რვა ახალი ემოციაა, რომელიც მომავალი წლიდან გამოჩნდება.
Emojipedia-მ ემოციების საცნობარო საიტმა ახალი ემოციების სურათების ნიმუშები რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა. ცოტა ხნის წინ კი, Unicode Consortium-მა, არაკომერციულმა ორგანიზაციამ, რომელიც ემოციების გლობალურ სტანდარტებსა და ახალ გამოშვებებს ზედამხედველობს , ემოციების ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.
World Emoji Awards-ზე გადაღლილი სახის ემოციამ ხმების 60%-ით „ყველაზე მოსალოდნელი“ ემოციის წოდება მიიღო. მეორე და მესამე ადგილზე კი შხეფისა და ნიჩაბის ემოციები გავიდნენ. უფოთლო ხე კი მიზნად ისახავს გვალვისა და კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.