logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-ი საქართველოს ფინტექის განვითარების სტრატეგიის მეორე სამუშაო ვერსიას აქვეყნებს

სებ-ი საქართველოს ფინტექის განვითარების სტრატეგიის მეორე სამუშაო ვერსიას აქვეყნებს

1746696591

დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის შემდეგ, ეროვნული ბანკი საქართველოს ფინტექის განვითარების სტრატეგიის მეორე სამუშაო ვერსიას აქვეყნებს.

სტრატეგიის პირველადი სამუშაო ვერსია სებ-მა გასულ წელს გამოაქვეყნა და დაინტერესებულ მხარეებს მასთან დაკავშირებით შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაზიარებისკენ მოუწოდა. სხვადასხვა კერძო და საჯარო უწყებიდან მიღებული კომენტარებისა და რეკომენდაციების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა დაინტერესებულ მხარეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა, სადაც დეტალურად განიხილა მათთვის საინტერესო საკითხები.

დოკუმენტის განახლებულ ვერსიაში ასახულია დაინტერესებული მხარეებისგან მიღებული უკუკავშირი. ამასთან, სტრატეგიას თან ერთვის დამატებითი დოკუმენტი, რომელიც ასახავს სტრატეგიის მიზნებს, ეფექტიანობის შესაბამის ინდიკატორებსა და იმპლემენტაციისთვის განსაზღვრული პრიორიტეტული აქტივობების ურთიერთკავშირს.

ამჟამად მუშავდება ფინტექ სტრატეგიის უფრო დეტალური სამოქმედო გეგმა, რომელშიც დამატებით წარმოდგენილი იქნება თითოეული აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები და შედეგის ინდიკატორების სამიზნე მაჩვენებლები.

ეროვნული ბანკი  ფინტექის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესში მხარეთა შორის აქტიური კერძო-საჯარო თანამშრომლობის ხელშეწყობის  მიზნით  მზადაა მიიღოს დამატებითი კომენტარები და რეკომენდაციები სტრატეგიის განახლებულ ვერსიასთან დაკავშირებით.

გამოგვყევით