logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-ის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს

სებ-ის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს

1775645639

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სებ-ის დელეგაცია აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს ეწვია.

აღნიშნული მემორანდუმი ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და გამოცდილების, ასევე ინფორმაციის გაზიარებას ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ფინანსური სტაბილურობისა და მდგრადი დაფინანსების კუთხით.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს მაკროპრუდენციული პოლიტიკის, ფინანსური სტაბილურობის ანალიზის,  ფინანსური სექტორის სტრეს-ტესტისა და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შესახებ.

ეროვნულ ბანკს ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი, ფინანსური სტაბილურობის ანალიზისა და მაკროფინანსური მოდელირების განყოფილების უფროსი მარიამ ხარაიშვილი და მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსი სალომე თვალოძე წარმოადგენდნენ.

გამოგვყევით