საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტ“-ს (ს/კ: 404474172) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
იურიდიული პირების შემთხვევაში:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
- უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტი“-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
"ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1 ("მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტი"ს ლიკვიდატორი - როინ ცაციაშვილი, ტელ.: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება,"-ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.