logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

1793084077

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. 

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების 4 930 კოლოფი სიგარეტი.

"ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 27 608 ლარს შეადგენს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",-აღნიშნულია ინფორმაციაში. 

გამოგვყევით