logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ვის რამდენით ეზრდება პენსია 2025 წლის იანვრიდან?

ვის რამდენით ეზრდება პენსია 2025 წლის იანვრიდან?

1735901757

2025 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია 35 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ 2025 წლის ბიუჯეტის დოკუმენტშია აღნიშნული.

კერძოდ, 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია იზრდება 35 ლარით და 2025 წლის იანვრიდან განისაზღვრება 350 ლარით. 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია, ასევე, იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით.

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კანონით განსაზღვრული 20 პროცენტიანი დანამატების გათვალისწინებით, 70 წლამდე პირთა პენსია იქნება 420 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 540 ლარი;

პენსიის ზრდის შესაბამისად, იზრდება სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებ პირთა კომპენსაციის ოდენობები, რომელთა დაანგარიშება დაკავშირებულია  სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე. სახელმწიფო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის  ზედა ზღვრის ოდენობა  განისაზღვრება 1 035 ლარით, ხოლო ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი  სახელმწიფო კომპენსაციის ზედა ზღვრის ოდენობა განისაზღვრება 1 235 ლარით. 

გამოგვყევით