2025 წელს საქართველოში 680 344 000 დოლარის ღირებულების, 15 744.1 ტონა დაფასოებული მედიკამენტების იმპორტი განხორციელდა.
შარშან ეს მაჩვენებლები: 621 524,7 დოლარსა და 16 130.2 ტონას შეადგენდა.
მონაცემები საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე გამოქვეყნდა.
მონაცემების თანახმად, 2025 წელსაც, მედიკამენტების მთავარი იმპორტიორი თურქეთი იყო, საიდანაც ქვეყანაში 171 950 200 ღირებულების 5 565,1 ტონა მედიკამენტი შემოვიდა. შარშან ეს მონაცემი შესაბამისად 170 093 900 დოლარი და 4 784,8 ტონა იყო.
გერმანიიდან გასულ წელს საქართველომ 81 990 600 დოლარის ღირებულების, 674 ტონა მედიკამენტების იმპორტი განხორციელდა, წინა წელს ეს მონაცემი 69 004,4 დოლარი და 812 ტონა იყო.
მესამე უნგრეთია, რომელმაც ქართულ ბაზარს 2025 წელს 59 552 900 დოლარის 429 ტონა მედიკამენტები მიაწოდა, წინა წელს ეს მონაცემი, შესაბამისად, 49 664 400 დოლარი და 472,5 ტონა იყო.
Jandacva.ge