logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

ექთნების და ექიმების მინიმალური ხელფასის განსაზღვრამ ბაზარზე კადრების დეფიციტი ვერ შეავსო

სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები კადრების მწვავე დეფიციტზე საუბრობენ.

როგორც ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, ექთნების და ექიმების მინიმალური ხელფასის განსაზღვრამ ბაზარზე კადრების დეფიციტი ვერ შეავსო.

მინიმალური ხელფასის განსაზღვრის მიუხედავად, სამედიცინო დაწესებულებები თავიანთი შემოსავლებიდან და ხარჯებიდან გამომდინარე,  სხვა ინდუსტრიებთან შედარებით არაკონკურენტუნარიანები არიან. ხდება ხოლმე ისე,  რომ საერთოდ ტოვებენ  თავიანთ პროფესიას ეს ადამიანები და შეიძლება სხვა ბიზნესში გადაინაცვლონ, სადაც  უფრო დააბალანსებენ  საკუთარ შემოსავლებს.“-აღნიშნა მაია მახარაშვილმა.

მისივე თქმით ამ რეფორმის შედეგად, გაზრდილია კლინიკის ხარჯებიც.

კლინიკის ხარჯები გაიზარდა და საკმაოდ დიდი ტვირთი გახდა.  როგორც მოგეხსენებათ , ეს არის ფიქსირებული თანხა და აუცილებლად უნდა იყოს გადახდილი და რა თქმა უნდა, გვიწევს ამის გაკეთება მიუხედავად ფინანსური მდგომარეობისა.“-აღნიშნა მაია მახარაშვილმა.

ცნობისთვის,  2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.

რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.

გამოგვყევით