logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

ხანძრის გამო, თოდუას კლინიკაში ამბულატორიული პაციენტების მიღება შეჩერებულია

ხანძრის გამო, თოდუას კლინიკაში ამბულატორიული პაციენტების მიღება შეჩერებულია

1745998638

ამ დროისთვის კლინიკაში მოთავსებული არცერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ განცხადებას თოდუას კლინიკა ავრცელებს, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც დღეს ძლიერი ხანძარი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი კი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა.

თოდუას კლინიკაში, რომელიც ხანძრის სიახლოვესაა განთავსებული, ამბობენ, რომ სამედიცინო გუნდი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ზრუნვას სტაციონარში მყოფი თითოეული პაციენტის საჭიროებებზე.

„ე.წ " ვაგზლის ბაზრობის" ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო დღეს ამბულატორიული პაციენტების მიღება შეჩერებულია , რაც ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაკვამლიანებით არის გამოწვეული. „თოდუას კლინიკა“ აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემებით, რაც უზრუნველყოფს შიდა სივრცეებში დაკვამლიანების თავიდან აცილებას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი სამუშაო, რომელიც განსაზღვრულია უსაფრთხოების პროტოკოლით.
ვაგრძელებთ ზრუნვას კლინიკაში მოთავსებული სტაციონარული პაციენტების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. საჭიროების შემთხვევაში შეუფერხებლად მოგემსახურებათ "თოდუას კლინიკის" დიღმის და ვერის ფილიალები,“ - ნათქვამია განცხადებაში.

გამოგვყევით