logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

მარდალეიშვილის კლინიკა სახელმწიფოს მხრიდან "არაადეკვატურ საჯარიმო სანქციებზე" საუბრობს

მარდალეიშვილის კლინიკა სახელმწიფოს მხრიდან "არაადეკვატურ საჯარიმო სანქციებზე" საუბრობს

1700136000

ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამების შესრულების პროცესში მოთხოვნილია მთელი რიგი ისეთი მონაცემების დაფიქსირება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში, რომელთა დიდი ნაწილი არ უკავშირდება პაციენტის სამედიცინო მომსახურებას და არ ცვლის შემთხვევის შესახებ არსებით ინფორმაციას.

ამის შესახებ მარდალეიშვილის კლინიკის 2022 წლის ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ასეთ მონაცემებს შორისაა პაციენტის დაწესებულებაში მისვლის დრო, ფორმა, შეტყობინების დრო, პაციენტის გადახდის ქვითრის ნომერი და ა.შ.

„სწორედ ასეთი ტიპის ნებისმიერი გადაცდომა იწვევს არაადეკვატური საჯარიმო სანქციების დაკისრებას, როგორიცაა მომსახურების სრული ღირებულების არ ანაზღაურება და ამავე მომსახურების სამმაგი ოდენობის ჯარიმა,“ - ნათქვამია ანგარიშგებაში. 

jandacva.ge

გამოგვყევით