logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

OpenAI ჯანდაცვის ახალ პლატფორმას - ChatGPT Health-ს ქმნის

OpenAI ჯანდაცვის ახალ პლატფორმას - ChatGPT Health-ს ქმნის

1767877284

OpenAI-მ ChatGPT Health-ის შექმნა დააანონსა. ხელოვნური ინტელექტის შემქმნელი კომპანია გვპირდება, რომ ერთ სივრცეში გააერთიანებს მომხმარებლების სამედიცინო ჩანაწერებს და ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის აპლიკაციებს, როგორიცაა Apple Fitness და MyFitnessPal, ასევე ჯანმრთელობის საკითხებში ხელოვნური ინტელექტის ასისტენტს. ინფორმაციას pharmaphorum.com ავრცელებს.

კომპანია ხაზს უსვამს, რომ ChatGPT Health „არ არის განკუთვნილი დიაგნოზის ან მკურნალობისთვის“.

OpenAI-ის მონაცემებით, რომელიც ამ კვირის დასაწყისში გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ამერიკელების მეოთხედი ChatGPT-ს იყენებს ჯანმრთელობის შესახებ შეკითხვებისთვის, იმ დროს, როდესაც აშშ-ის ჯანდაცვის სისტემის შესახებ მოსაზრებები 24 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

OpenAI-ის თანახმად, ChatGPT Health-ის გამოყენება შესაძლებელია ისეთი ამოცანებისთვის, როგორიცაა ტესტის შედეგების გაგება, ექიმთან ვიზიტისთვის მომზადება, დიეტისა და ვარჯიშის რუტინის შესახებ რჩევების მიღება და სხვადასხვა დაზღვევის ვარიანტების შედარება კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ჯანმრთელობის შესახებ შეკითხვები და ინფორმაცია გამოყოფილი იქნება ხელოვნურ ინტელექტთან სხვა ჩატებისგან და ექნება „დამატებითი, მრავალდონიანი“, რომელიც შექმნილია მგრძნობიარე ინფორმაციის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად.

კიდევ ერთი შეშფოთება უკავშირდება  მონაცემებზე ხელმისაწვდომობის თემას. OpenAI-მ აიღო ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს მათ სხვადასხვა მოდელისთვის.

მიუხედავად ამისა, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ყურადღებით დავფიქრდეთ, სანამ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ჩატბოტს გაუზიარებენ. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით დღემდე არსებობს მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა - სად შეინახება მონაცემები და რამდენ ხანს, შეუძლიათ თუ არა მათი ნახვა ადამიან ოპერატორებს და არის თუ არა ტექნოლოგიური კომპანიის მონაცემთა კონტროლი საკმარისად ძლიერი და გამჭვირვალე, რათა თავიდან აიცილოს ამ მონაცემების ბოროტად გამოყენება ან ჰაკერული ქმედებები.

„ადამიანები უკვე მიმართავენ ChatGPT-ს ჯანმრთელობის შესახებ კითხვებით, რათა გააძლიერონ თავიანთი შესაძლებლობები იქ, სადაც ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებია.“, - განაცხადა ეშლი ალექსანდერმა, OpenAI-ის ჯანმრთელობის პროდუქტების განყოფილების ხელმძღვანელმა.

კომპანიის განცხადებით, პორტალს ექნება „ფუნდამენტური დაცვა“, რათა ჩვენს მონაცემებზე მნიშვნელოვანი კონტროლი გვქონდეს“.

შედეგად მივიღებთ მხარდაჭერას, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ როგორც მედპერსონალის დამხმარეს და არა როგორც მათ ჩამნაცვლებელს. 

jandacva.ge 

გამოგვყევით