logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში რესტორანს "ჯარგვალი" საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში რესტორანს "ჯარგვალი" საწარმოო პროცესი შეუჩერა

1785227692

სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს კვების ობიექტი შპს ,,ჯარგვალი 2026“ (მის: ფოთი, გურიის ქუჩა N220). ინსპექტირებისას  ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები-არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. გარდა ამისა, დარღვეული იყო მიკვლევადობისა და ეტიკეტირების მოთხოვნები. ასევე,  ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

გამოვლენილი დარღვევბის გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების გამოსწორებამდე  საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, ყველა ეტაპზე ( სურსათის წარმოება, გადამუშავება, რეალიზაცია) მაქსიმალურად  დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი  სურსათის უვნებლობის მოთხოვნები და სტანდარტები.

 

გამოგვყევით