logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Bloomberg: რუსეთის სამხედროებმა ამერიკული ჩიპების შესაძენად მარტივი გზა იპოვეს

რუსეთის სამხედროებმა იპოვეს საოცრად მარტივი გზა ამერიკული ჩიპების შესაძენად - ამის შესახებ სტატია Bloomberg-მა ექსკლუზიურად გამოაქვეყნა.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ბლუმბერგის მიერ განხილული შიდა რუსული დოკუმენტები ცხადყოფს, თუ როგორ შეძლეს პუტინის ძალებმა შეენარჩუნებინათ ამერიკული ნახევარგამტარების შეძენა. მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სანქციები დაუწესეს, დასავლელი ოფიციალური პირები იმედგაცრუებულნი არიან მოსკოვის მუდმივი შესაძლებლობით - ხელი მიუწვდებოდეს ამერიკულ ტექნოლოგიებთან.

რეგიონში საბრძოლო ველებიდან ამოღებული რუსული იარაღი სავსეა ისეთი ფირმებისგან, როგორებიცაა Intel Corp. და Analog Devices Inc., რამაც გამოიწვია ვაშინგტონის, ბრიუსელის და კიევის ოფიციალური პირების იმედგაცრუება. მტკივნეული კითხვა ჩნდება: რატომ ვერ ხერხდება ვაჭრობის კონტროლი? - წერს Bloomberg-ი.

ამასთან, Bloomberg-ის მიერ მოპოვებული ჩანაწერები ახალ დეტალებს ავლენს ამ საოცრად გამძლე მიწოდების ჯაჭვის შესახებ სილიკონის ველიდან მოსკოვამდე. ასევე შესაძლებელს ხდის რუსი დისტრიბუტორების იდენტიფიცირებას, რომლებიც ამუშავებენ ათასობით ტვირთს ქვეყნის სამხედრო კონტრაქტორებისთვის, მათ შორის აშშ-ს სანქციების ქვეშ მყოფი რამდენიმე კომპანიის ჩათვლით. ისინი ხელს უწყობენ დრონების, ბომბების, ზუსტი საკომუნიკაციო სისტემების და ისკანდერის რაკეტების წარმოებას, რომლებსაც მოსკოვი იყენებს უკრაინის ქალაქებზე იერიშისთვის. 

გამოგვყევით