2024 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3%-ით განისაზღვრა.
დეკემბრის ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.3%), ზეთი და ცხიმი (3.0%), რძე, ყველი და კვერცხი (2.4%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.0%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.6%), თევზეული (0.5%). ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-1%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.5%);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.4%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.14 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (2.2%) ქვეჯგუფზე;
ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 0.5%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.2%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.2%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.2%);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.8%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-3.7%), ისე ტანსაცმლის (-1.1%) ქვეჯგუფებზე.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.6%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (15.7%), ზეთი და ცხიმი (10.1%), ყავა, ჩაი და კაკაო (8.8%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (6.9%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.5%), თევზეული (4.8%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.3%), პური და პურპროდუქტები (0.3%).
ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-0.7%), რძე, ყველი და კვერცხი (-0.6%); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (9.2%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.0%);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (4.5%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.8%) და საავადმყოფოების მომსახურების (1.0%) ქვეჯგუფებზე; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.4%-ით, რაც 0.33 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.
ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (23.3%), დაზღვევა (12.9%), საფინანსო მომსახურება (4.5%), პირადი ჰიგიენა (3.1%);
კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა;
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.2%-იანი კლება, რაც -0.27 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-5.3%) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (-0.7%). ამასთან, ფასები მომატებულია საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე (5.7%)