logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

სეს-მა თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სეს-მა თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

1789990835

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე კ. კ. -ის (მისამართი: თერჯოლა, სოფელი ალისუბანი)  კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა. ობიექტზე აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობებიც. ამავდროულად,  დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესი და მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის  მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

გამოგვყევით