Coca-Cola-მ Costa Coffee-ის ქსელის გაყიდვის გეგმები გააუქმა, მას შემდეგ რაც კერძო საინვესტიციო ფონდებისგან მიღებული შეთავაზებები კომპანიის მოლოდინს ვერ აკმაყოფილებდა. ამის შესახებ Financial Times წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რომელიც ორ ინფორმირებულ წყაროს ეყრდნობა, ამერიკულმა სასმელების გიგანტმა დეკემბერში შეწყვიტა მოლაპარაკებები დარჩენილ პოტენციურ მყიდველებთან, რითაც ხანგრძლივი აუქციონის პროცესი დასრულდა.
მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპზე მყოფ კომპანიებს შორის იყვნენ Asda-ს მფლობელი TDR Capital და Bain Capital-ის სპეციალური სიტუაციების ფონდი, რომელიც ასევე ფლობს Gail’s-სა და PizzaExpress-ს. პროცესში მანამდე მონაწილეობდნენ კერძო საინვესტიციო ფონდები Apollo, KKR და Centurium Capital.
Financial Times-ის ცნობით, Coca-Cola შესაძლოა საშუალოვადიან პერიოდში კვლავ დაუბრუნდეს Costa Coffee-ის გაყიდვის საკითხს.
ცნობისთვის, Coca-Cola-მ Costa Coffee 2018 წელს შეიძინა 5.1 მილიარდი დოლარის საწარმოს ღირებულებით, გლობალურ ყავის ბაზარზე პოზიციების გასაძლიერებლად, სადაც კომპანია კონკურენციას უწევს ისეთ მსხვილ მოთამაშეებს, როგორებიც არიან Starbucks და Nestlé.
ანი ჯალაღონია