logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

დონალდ ტრამპის მუქარის ფონზე, ოქრო $4.700-ს აჭარბებს - Reuters

დონალდ ტრამპის მუქარის ფონზე, ოქრო $4.700-ს აჭარბებს - Reuters

1768915860

ოქროს ფასი უნციაზე 4,700 დოლარს გადასცდა, ხოლო ვერცხლი რეკორდულ მაქსიმუმთან ახლოს ივაჭრება.  ფასების ზრდის მთავარი მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებები გახდა, რომელიც ევროპელი მოკავშირეებისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს. აღნიშნულმა ფონმა ინვესტორები უსაფრთხო აქტივებისკენ მიმართა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბაზარზე ოქროს ფასი 0.7%-ით გაიზარდა და 05:14 GMT-ისთვის უნციაზე 4,699.93 დოლარს მიაღწია, ხოლო სესიის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმზე — 4,701.23 დოლარზე დაფიქსირდა. აშშ-ის ოქროს ფიუჩერსები თებერვლის მიწოდებით 2.4%-ით გაიზარდა და უნციაზე 4,706.50 დოლარი შეადგინა.

ვერცხლის ფასი  0.4%-ით დაეცა და უნციაზე 94.27 დოლარი გახდა, მას შემდეგ რაც სესიის დასაწყისში რეკორდულ 94.72 დოლარს მიაღწია.

„ტრამპის დესტრუქციული პოლიტიკა საერთაშორისო საქმეებში და მისი მხარდაჭერა დაბალი საპროცენტო განაკვეთების მიმართ, ძვირფასი ლითონებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის, რაც ოქროსა და ვერცხლის ფასების სწრაფ ზრდაში აისახა,“ — განაცხადა KCM Trade-ის მთავარმა ბაზრის ანალიტიკოსმა ტიმ ვატერერმა.

მისივე თქმით, ტრამპის მეორე ვადა დღემდე სასარგებლო აღმოჩნდა ძვირფასი ლითონებისთვის, რადგან მისი არატრადიციული პოლიტიკური მიდგომა ოქროსა და ვერცხლის ფასების ზრდას უწყობს ხელს.

ტრამპის მეორე ვადის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში ოქროს ფასი 70%-ზე მეტით გაიზარდა.

დღეს ოქრომ დამატებითი მხარდაჭერა მიიღო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლო ამ კვირაში განიხილავს საქმეს ტრამპის მცდელობაზე, თანამდებობიდან გაათავისუფლოს ფედერალური სარეზერვო სისტემის გუბერნატორი ლიზა კუკი, რაც ფედის დამოუკიდებლობის მიმართ ინვესტორთა შეშფოთებას აძლიერებს.

ანი ჯალაღონია

გამოგვყევით