Meta Platforms-ის მეორე კვარტლის შემოსავალმა უოლ სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა.
მეორე კვარტალში მისი შემოსავალი 22%-ით, $39,07 მლრდ-მდე გაიზარდა, რაც აღემატება პროგნოზირებულ $38,31 მლრდ-ს.
ამასთან, მესამე კვარტლის გაყიდვების პროგნოზიც მოსალოდნელზე მაღალია, რაც მიუთითებს კომპანიის მიმართ ნდობაზე და მოლოდინზე - რომ ციფრული რეკლამის მძლავრი ხარჯები დაფარავს AI ინვესტიციების ღირებულებას.
ამ განცხადების შემდეგ კომპანიის აქციები 8%-ით გაიზარდა.
Facebook-ისა და Instagram-ის მშობელი კომპანია მესამე კვარტალში $38,5-დან $41 მლრდ-მდე შემოსავალს ელის. ანალიტიკოსების პროგნოზი ამ პერიოდის შემოსავალთან დაკავშირებით კი საშუალოდ, $39,14 მლრდ-ია.
Meta-ს განმარტებით, მოსალოდნელია, რომ 2024 წლის მთლიანი კაპიტალური ხარჯები $37-დან $40 მლრდ-მდე დიაპაზონში იქნება, რაც წინა - $35 მლრდ-იან პროგნოზთან შედარებით გაზრდილია. თუმცა, კომპანია ჯამში, მთლიანი ხარჯების პერსპექტივას $96-დან $99 მლრდ-მდე ინარჩუნებს.