logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ტარიფების შემცირება და ახალი პირობები - Amazon მიმწოდებლებთან ხარჯების კორექტირებას გეგმავს

ტარიფების შემცირება და ახალი პირობები - Amazon მიმწოდებლებთან ხარჯების კორექტირებას გეგმავს

1768404360

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Amazon-ი ჩინურ იმპორტზე ტარიფების შემცირების ფონზე, გარკვეულ გამყიდველებთან ხარჯების კორექტირებას განიხილავს.

როგორც Routers-ი  გაზეთ Financial Times-ზე დაყრდნობით წერს, Amazon-ი ცდილობს შეამციროს ის თანხები, რომელსაც მიმწოდებლებს  თავისი e-commerce პლატფორმაზე გაყიდული საქონლისთვის უხდის. ეს ხდება იმ პერიოდში, როდესაც Amazon-ი აუქმებს იმ შეღავათებს, რომლებიც დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ზემოქმედების შესამსუბუქებლად იყო მიღებული.

„ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილ ფართო და მრავალფეროვან, ჩვენთვის ძვირფას პარტნიორებთან, რათა დავეხმაროთ მათ ცვალებად გარემოსთან ადაპტაციაში და ამავდროულად, მომხმარებლისთვის ფართო არჩევანი და დაბალი ფასები შევინარჩუნოთ,“ — განუცხადა კომპანიის წარმომადგენელმა Reuters-ს.

ცნობისთვის, გასული წლის ოქტომბრის ბოლოს დონალდ ტრამპი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ტარიფების შემცირებაზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებში პეკინმა აიღო  ვალდებულება, გააკონტროლოს ფენტანილის უკანონო ვაჭრობა, განაახლოს აშშ-ში სოიოს შესყიდვები და შეინარჩუნოს იშვიათი მიწების ექსპორტის ნაკადი.

ამჟამად ჩინური იმპორტისთვის აშშ-ის საშუალო ტარიფები  57%-დან დაახლოებით 47%-მდეა შემცირებული.

ამასთან, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, მომდევნო გადაწყვეტილებები 14 იანვარს გამოცხადდება, რადგან რიგი მნიშვნელოვანი საქმეები კვლავ განხილვის პროცესშია, მათ შორის — მასშტაბური გლობალური ტარიფების კანონიერების საკითხი.

თუ სასამართლო დაადგენს, რომ ტრამპის მიერ დაწესებული ფართომასშტაბიანი საბაჟო გადასახადები უკანონოა, ადმინისტრაციას იმპორტიორებისთვის ტარიფების სახით თითქმის 150 მილიარდი დოლარის დაბრუნება მოუწევს.

ანი ჯალაღონია 

გამოგვყევით