logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

GITA-ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ იაპონიის დელეგაციას ტექნოპარკში უმასპინძლა

GITA-ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ იაპონიის დელეგაციას ტექნოპარკში უმასპინძლა

1766489156

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ იაპონიის დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ციფრული სააგენტოს პარლამენტის ვიცე-მინისტრი ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებში  კავასაკი ჰიდეკო, იაპონიის პარლამენტის წევრი კარენ მაკიაშიმა და სხვა ოფიციალური წარმომადგენლები.
 
ვიზიტი მიზნად ისახავს ციფრული ტრანსფორმაციის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
 
შეხვედრისას სტუმრებმა თბილისის ტექნოპარკი დაათვალიერეს.  ავთანდილ კასრაძემ დელეგაციის წევრებს სააგენტოს საქმიანობა და არსებული პროგრამები გააცნო, ასევე მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინოვაციებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს.

გამოგვყევით