ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, 2025 წლის 6 სექტემბერს, აშშ-ის არასაიმიგრაციო ვიზების სავიზო პროცესში ცვლილება შეიტანა. ყველა აპლიკანტი აშშ-ის სავიზო ინტერვიუს ჩანიშვნას მხოლოდ იმ ქვეყანაში შეძლებს, რომლის მოქალაქეა ან, სადაც რეგულარულად ცხოვრობს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ გასაუბრების ჩანიშვნა სხვა ქვეყანაში რეზიდენტობის საფუძველზე ხდება, განმცხადებელმა რეზიდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს. ამასთან, განმცხადებელი, რომელიც ისეთ ქვეყანაში დარეგისტრირდება, რომლის მოქალაქეობასა და რეზიდენტობას არ ფლობს, მისი განაცხადი არ დადასტურდება და სავიზო მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.
ამასთან, აღნიშნული წესები არ ვრცელდება დიპლომატიურ და ოფიციალურ ვიზებზე, ასევე, არსებობს იშვიათი გამონაკლისები.