კომპანია "ხის ნაკეთობები", რომელიც სახლის ინტერიერის, ექსტერიერისა და ეზოსთვის განკუთვნილ ავეჯს აწარმოებს, თვეში საშუალოდ 15-მდე მაღალბიუჯეტური ნივთის რეალიზაციას ახდენს. ნაწარმის ფასის დიაპაზონი კი, მომხმარებლების სურვილზეა დამოკიდებული.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ლუკა ჯაილავა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ამჟამად, პროდუქცია მხოლოდ ონლაინ იყიდება, თუმცა დაახლოებით 1 წელში დასავლეთ საქართველოში შოურუმის გახსნას გეგმავს.
"ხის ინდუსტრიაში უკვე წლები ვართ და დიდი გამოცდილებაც დავაგროვეთ. ამჟამად, ტიპის ავეჯს ვამზადებთ. ადგილობრივი ნედლეული გვაქვს. მომხმარებლების უმრავლესობა თბილისიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან გვყავს, განსაკუთრებით გაყიდვადი პროდუქტი, ამ ეტაპზე, ჩვენი საფირმო მაგიდაა. ფასების დიაპაზონს, რაც შეეხება 30 ლარიდან იწყება და მაქსიმალური ღირებულება მყიდველის მოთხოვნაზეა დამოკიდებული.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მომხმარებლების რაოდენობა არ გაზრდილა, სტაბილურად ვაგრძელებთ მუშაობს. ასორტიმენტის გაზრდას, რაც შეეხება ამჟამად, ბაზრის კვლევას ვაწარმოებთ, სამომავლოდ ზედაპირზე გამოჩნდება, რა სურს პოტენციურ მომხმარებელს და საჭიროების მიხედვით ვიმოქმედებთ. მინდა, საქართველოში ნაწარმი, ყველა კატეგორიის ავეჯის დიდი ასორტიმენტი მქონდეს. ამ ეტაპზე, პროდუქციას ონლაინ ვყიდით, დაახლოებით 1 წელში დასავლეთში შოურუმზე მინდა წარმოდგენილი ვიყო. მყიდველებს რაც შეეხება, 95%-ი ადგილობრივი მოსახლეობაა 5%-ი კი უცხოელებზე მოდის", - აღნიშნავს მეწარმე.
ცნობისთვის, სახლის ინტერიერის, ექსტერიერისა და ეზოსთვის განკუთვნილი ყველა ტიპის ავეჯის მწარმოებელი კომპანიის "ხის ნაკეთობების" სახელოსნო ბაღდათის რაიონში, სოფელი ვარციხეში მდებარეობს და ადგილობრივ ბაზარზე 5 წელია ოპერირებს. ბიზნესს ობიექტზე 21 პერსონაა დასაქმებული.