logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც დაიწყო

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც დაიწყო

1785303499

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებშიამ ეტაპზე  საველე სამუშაოებში ჩართული პერსონალის შერჩევისა და დაკონტრაქტების პროცესი მიმდინარეობს. შერჩეული თანამშრომლები სამუშაოების დაწყებამდე სპეციალურ ტრენინგს გაივლიან, რაც პროგრამის ერთიანი სტანდარტებით და ეფექტიანად განხორციელებას უზრუნველყოფს.

ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრიპროგრამას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, ცხოველთა მოყვარულებთან და მიმკედლებლებთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებს. თითოეული ღონისძიების ჩატარების ადგილი და თარიღი ცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე წინასწარ ქვეყნდება.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან აყვანილ ძაღლებს, ვეტერინარული პროცედურები თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარში ჩაუტარდებათ. პროცედურების დასრულების შემდეგ ცხოველები  პირვანდელ  გარემოს დაუბრუნდებიანმათი დაბრუნების ამსახველი ვიდეომასალა ასევე გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის  პროგრამა ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:მიუსაფარი და მიკედლებული ძაღლების სტერილიზაცია/კასტრაცია;ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;იდენტიფიკაცია- რეგისტრაცია;პატრონიანი ძაღლების (ძუ და ხვადი) იდენტიფიკაცია- რეგისტრაცია;პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაცია, იდენტიფიკაცია (ჩიპირება) და რეგისტრაცია.

პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის ჰუმანური მეთოდებით შემცირებას, ცოფის პრევენციას, ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას როგორც მოსახლეობისთვის, ისე ცხოველებისთვის.

გამოგვყევით