logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

GCCA-მა რესტორან "ხინკლის სახლს" კანონდარღვევა დაუდგინა

GCCA-მა რესტორან "ხინკლის სახლს" კანონდარღვევა დაუდგინა

1779173316

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „გულიანს“ (რესტორანი „ხინკლის სახლი“) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდასტურა. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია საცნობარო (კვების) მენიუში მომხმარებელს არ აწვდიდა ინფორმაციას საქონლის საბოლოო ფასის შესახებ - მენიუში მითითებულ ფასებს ემატებოდა მომსახურების 15 %.

სააგენტოს შეფასებით, მენიუებში, როდესაც მოვაჭრე დამატებით მომსახურების გადასახადს უთითებს მხოლოდ პროცენტის სახით, მომხმარებელს კი საბოლოო ფასის შესახებ ინფორმაციის მისაღებად უწევს ზედმეტი კალკულაცია და ეს ხარჯი მისთვის გარდაუვალია, წარმოადგენს მოვაჭრის მიერ განხორციელებულ უსამართლო კომერციულ საქმიანობას. მომხმარებელს არ უნდა უწევდეს დამატებითი ქმედების განხორციელება (მაგალითად, საბოლოო ფასის დამოუკიდებლად დაანგარიშება და პროცენტის გამოთვლა), რათა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია წინასწარ, სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლამდე.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა - ერთი თვის ვადაში, საცნობარო (კვების) მენიუში შეიტანოს ცვლილება და მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის საბოლოო ფასის შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება დამატებული ღირებულების გადასახადი და ყველა სხვა გადასახადი/ხარჯი, მათ შორის, მომსახურების გადასახადი.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2 %-ს. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.

გამოგვყევით