logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

Metric law - მედიაკონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, შვეიცარიაში ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის გაუარესებულ ურთიერთობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით

Metric law - მედიაკონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, შვეიცარიაში ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის გაუარესებულ ურთიერთობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით

1737615943

საერთაშორისო მედიაკონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის უკანასკნელ პერიოდში გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ იურიდიული კომპანიის, Metric law-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ Credit Suisse-თან დაკავშირებითაც არსებობდა გარკვეული პრობლემები ინფორმაციის გამოქვეყნების მიმართულებით.

„დაინტერესებულ პირებს, გვსურს, ვაცნობოთ, რომ საერთაშორისო მედიაკონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის უკანასკნელ პერიოდში გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო კონსულტანტმა, როგორც კი გაეცნო  ქართულ მედია სივრცეში გამოქვეყნებულ ინფორმაციას Julius Baer-ის ქმედებების შესახებ, განაცხადა, რომ გავრცელებული განცხადება იმდენად საინტერესო ინფორმაციას შეიცავდა, რომ პრესრელიზის ფორმატში განათავსებდა ერთ-ერთი ცნობილ საერთაშორისო მედიაპლატფორმაზე და სხვა მედიასაშუალებები შემდეგ აიღებდნენ ინფორმაციას აღნიშნული პლატფორმიდან.

მოგვიანებით მედიაკონსულტანტმა გვაცნობა, რომ მედიაპლატფორმამ უარი თქვა ინფორმაციის განთავსებაზე იმ მოტივით, რომ საქმის წარმოება არ იყო დაწყებული სასამართლოში Julius Baer-ის წინააღმდეგ და ინფორმაციას განათავსებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავა დაიწყებოდა. გვსურს, გაცნობოთ, რომ უცხოელი ადვოკატების მიერ მიმდინარეობს სარჩელის მომზადება, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული და უახლოეს პერიოდში წარდგენილი იქნება შესაბამის სასამართლოში. აღნიშნული მოტივით ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი, რბილად რომ ვთქვათ, გარკვეულ კითხვებს აჩენს.

მედიაკონსულტანტი შემდეგ დაუკავშირდა სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალებას, თუმცა უარი მიიღო ინფორმაციის გამოქვეყნებაზე.

როგორც დაინტერესებული პირებისთვის არის ცნობილი, Credit Suisse-თან დაკავშირებითაც არსებობდა გარკვეული პრობლემები ინფორმაციის გამოქვეყნების მიმართულებით. გარკვეული ინფორმაცია ქვეყნდებოდა საერთაშორისო, მათ შორის, შვეიცარიულ მედიაში, მაგრამ, როდესაც ინფორმაცია ეხებოდა მენეჯმენტის ქმედებებს, მაშინვე ჩნდებოდა დაბრკოლებები.

გვსურს, გაცნობოთ, რომ Julius Baer-ის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ეტაპობრივად მოხდება ინფორმაციის გავრცელება“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოგვყევით